გაკვეთილის მთავარი თემა
|
რუსი
პოეტები, რომლებმაც მიუძღვნეს თავიანთი ლექსები საქართველოს.
|
საგანი/პედაგოგი
|
რუსული ენა ლიტერატურა/ ზინა ფანჩვიძე
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
საშუალო საფეხური/მეათე კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
25 მოსწავლე / სსსმ მოსწავლე
არ არის
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლეებს განუვითარო ძიებითი
კითხვის, ინფორმაციის მოძიების და დახარისხების უნარის განვითარება, ლექსიკური მარაგის
გამდიდრება.
|
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
|
·
მოსწავლეები ეცნობიან რუსი პოეტების ლექსებს საქართველოზე,
მსჯელობენ, საუბრობენ, აკეთებენ დასკვნებს და აანალიზებენ მიღებულ ინფორმაციას.
უცხ.ს.V.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს
უცხოენოვან თანამოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქცია (დიალოგი, ინტერვიუ) სხვადასხვა თემაზე.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს საუბრის ძირითად
თემას/საკითხებს;
·
ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას
(ვინ, რა, სად, როდის, რომელი, როგორი, რამდენი,
რატომ და სხვა);
უცხ.ს.V.4. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის დარგობრივი შემეცნებითი
ტექსტი (ისტორიის, კულტურის, არქეოლოგიის,
გეოგრაფიის, ეკოლოგიის და სხვა სფეროდან).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს მთავარ თემას/საკითხებს;
·
ტექსტს ყოფს შინაარსობრივ ნაწილებად;
·
აჯგუფებს ინფორმაციას სხვადასხვა ნიშნით;
|
წინარე ცოდნა
|
ლექსიკური მარაგი, გრამატიკული ცოდნა
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეებს ვაფასებ წინასწარ შედგენილი შეფასების სქემის მიხედვით
|
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
|
სასწავლო მასალა: სახელმძღვანელო,დაფა, თვალსაჩინოება, დამატებითი ლიტერატურა,
კომპიუტერი, პროექტორი.
|
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
|
კ ასის ორგანიზაცია, მისალმება 2წთ.
გაკვეთილის
A ფაზა-გამოწვევა.
აქტივობა. 1 გონებრივი იერიში 5წთ. მასწავლებელი სვავს კითხვებს:
1. რომელმა რუსმა
პოეტებმა მიუძღვნეს თავისი ლექსები საქართველოს?
2.რატომ წერდნენ
რუსი პოეტები
ლექსებს საქართველოზე?
3.
რას წერდნენ
რუსი პოეტები
საქართველოზე?
გაკვეთილი B ფაზა -ცოდნის კონსტრუირება.
აქტ.2
მოსამზადებელი სამუშაო.
ტექსტში
გამოყენებული
ახალი
სიტყვების
დამუშავება-შესწავლა. სიტყვების სწორი წარმოთქმა . რუსი პოეტების ბიოგრაფიული ცნობების შესახებ.
მოსწავლე კითხულობს ლექსს და პასუხობს დასმულ კითხვებს.
გაკვეთილის C ფაზა-რეფლექსია.
მასწავლებელი აფასებს
კლასის მუშაობას-3 წთ.
ლექსიკური, გრამატიკული კონსტრუქციის სწორი გამოყენება. საკუთარი აზრის გამოხატვა. საუბრის აზრობრივი თანმიმდევრობა.
საშინაო დავალება - 3 წთ.
· ლექსი ზეპირად თქვენი არჩევით
· დავალება N1, N2 - ტექსტის გამოყენებით.
|
გაკვეთილის გეგმა
Подписаться на:
Сообщения (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий